logo_geo
eng_logo
ლეკა მენაბდიშვილი: გადმოგიგდიათ ენები და „ლექციებს“ გვიკითხავთ „რუსთავი 2“-ის ეთერიდან!
- +

3 მაისი. 2016. 16:51

 

 

ლეკა მენაბდიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტებზე წერს. მისი აზრით, დღეს „ნაციონალურ მოძრაობას" „ლექციების კითხვის" უფლება არ აქვს. როგორც მენაბდიშვილი წერს, „ნაციონალური მოძრაობა" ყველა ჩადენილ უკანონობაზე პასუხს აგებს.



ლეკა მენაბდიშვილის facebook-პოსტს უცვლელდ გთავაზობთ:



„7 ნოემბრის აქციის დარბევა, პატარკაციშვილების ოჯახისთვის ტელეკომპანია იმედის" უკანონო ჩამორთმევა; 8 837 461 ლარი მასაჟზე, კოსმეტიკაზე, იახტის, ვეტმფრენის დაქირავებაზე დახარჯა, დააფინანსა საკუთარი ოჯახის წევრების ჩაცმა, მოგზაურობა, სწავლა... (იხარჯებოდა სდ-ის ბიუჯეტიდან)  მუხროვანის ამბოხი,ქართუ ბანკის" ხელოვნურად გაკოტრება, ფოტოგრაფების საქმე, 8 აგვისტო... ბუჩქებში რომ ფორთხავდა სააკაშვილი და მთელი ნაცბანდა გარბოდა... ახალგაზრდა ბიჭების მკვლელობები... ციხეების თემა... აფრასიძეების საქმე... 26 მაისის სასტიკი დარბევა... ზურაბ ჟვანიას საქმე... უკანონოდ ჩამორთმეული მანქანები,ახეული" ბიზნესები და ა.შ. სასამართლო, რომელიც არ არსებობდა; პოლიცია, რომელიც მშვიდობიან აქციას გაზით, ხელკეტით და ცემა-ტყეპით შლიდა... მოქალაქეები, რომლებიც შიშით ხმამაღალი სიტყვის თქმასაც ვერ ბედავდნენ... უსამართლობის სუნით იყო ჰაერი გაჟღენთილი. ყველგან სისხლის სუნი იდგა, გამეფებული იყო შიში, რომლის დასრულების იმედიც თითქმის გადაწურული ჰქონდა ხალხს... კიდევ ბევრი დანაშაულის ჩამოთვლა შეიძლება, იმ დანაშაულების, რომლებიც ნაცბანდამ ჩაიდინა მთელი იმ წლების განმავლობაში. უბრალოდ იმდენია, რომ ორი დღეც არ მეყოფა...

 

 

ამ ყველაფრის შემდეგ ხმას როგორ იღებთ, სააკაშვილის მორჩენილო ბაქტერიებო?! იმის მაგივრად, გასუსულები ისხდეთ, გადმოგიგდიათ ენები და ლექციებს" გვიკითხავთ რუსთავი 2"-ის ეთერიდან? როგორ ბედავთ ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკს? ალბათ იმის ბრალია, რომ ის ყველა დანაშაული, რაც თქვენს ბელადთან ერთად გაქვთ ჩადენილი, გგონიათ, შეგრჩათ... მაგრამ არ შეგრჩებათ!!! დღეს თუ არა, ხვალ სათითაოდ აგებთ პასუხს ქვეყნისა და ერის წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე! არასოდეს არავის არაფერი შერჩენია, არასოდეს!" - წერს მენაბდიშვილი.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner