logo_geo
eng_logo
პოლიციის მთავარ სამმართველოში ინგა გრიგოლიას გადაცემის პროდიუსერი ლევან კირვალიძე დაიბარეს
- +

20 მაისი. 2018. 19:38

 

პოლიციის მთავარ სამმართველოში ინგა გრიგოლიას საკითხთან დაკავშირებით გრიგოლიას გადაცემის ერთ-ერთი პროდიუსერი ლევან კირვალიძე დაიბარეს.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გადაცემა „რეაქციის“ პროდიუსერმა ლევან კირვალიძემ განუცხადა, იგი საგამოძიებო უწყებაში იმიტომ დაიბარეს, რომ დაცვის თანამშრომლებს მან გამოართვა ის წერილი, რომელიც ინგა გრიგოლიასთვის იყო განკუთვნილი. მისივე თქმით, თავად მამაკაცი არ დაუნახავს, თუმცა ინგა გრიგოლიას კოლეგებთან არაერთხელ უსაუბრია აღნიშნული პირის მხრიდან სხვადასხვა სახის ზეწოლასა და მუქარაზე.

 

„დღეს გამომიძახეს გამომძიებლებმა. იმის გამო, რომ დაცვას მე გამოვართვი წერილი, რომელიც იმ პიროვნებამ ტელევიზიაში დატოვა და გადავეცი ინგა გრიგოლიას. მე ის სახეზე არ დამინახავს, ვინაიდან დაცვას ჰქონდა მასთან კომუნიკაცია. თუმცა ინგას არაერთხელ უსაუბრია აღნიშნულ საკითხზე“, - აღნიშნა ლევან კირვალიძემ.

 

ტელეწამყვანმა facebook-ის საკუთარ გვერდზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს, რომ მას უცნობი მამაკაცი 2011 წლიდან ურეკავს, მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობს და ფულს სთხოვს.

 

ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას განცხადებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს მუქარას. საქმესთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადეს შსს-ში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner