ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დღეს ეს დედა იყო ამ ბიჭის სამეფო ქორწილში და ყველამ დაინახა... პატარძლის ხელში დაიანას საყვარელი კესანები! მარა მე რა ჯანდაბა მატირებს...
P.S. და ჯვრისწერაზე იყო ერთადერთი ცარიელი სკამი... დედისთვის!“ - წერს კვაჭანტირაძე.
პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილში ერთმა საეჭვო გარემოებამ მედიის ყურადღება მიიქცია. ლაპარაკია, თავისუფალ ადგილზე, რომელიც პრინც უილიამის გვერდით დარჩა.
როგორც საზოგადოების ნაწილმა აღიქვა, ტაძარში ეს ადგილი, სიმბოლურად, პრინც ჰარის დედის, პრინცესა დიანას საპატივცემულოდ დატოვეს.
თუმცა, გაირკვა, რომ პრინცესა დიანა არაფერ შუაშია და რომ დედოფალ ელისაბედ მეორის წინ ადგილს ყოველთვის თავისუფალს ტოვებენ.