logo_geo
eng_logo
ირაკლი ზაქარეიშვილი: ჩოხატაურს რაიონი, სოფელი გოგოლესუბანი, უდაბნოს მონასტერი...
- +

21 მაისი. 2018. 00:46

 

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს და ფოტოებს აქვეყნებს:

 

„ჩოხატაურს რაიონი, სოფელი გოგოლესუბანი, უდაბნოს მონასტერი.

მონასტერი ბურნათის მთაზე მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსი მოიცავს ორ ეკლესიას და კლდეში ნაკვეთ სენაკებს ბერთათვის. მონასტრის ერთი ეკლესია კლდეშია გამოკვეთილი. არქიტექტურული მონაცემების ის მე-6 საუკუნის მეორე ნახევარს მიეკუთვნება. სოფელ გოგოლესუბნის ძველი სახელწოდებაა ქვემო ფარცხმა, რომელიც შედიოდა ფარცხმის სასოფლო საბჭოში. (ქვემო ფარცხმა, შუა ფარცხმა და ზემო ფარცხმა.) სხვათაშორის, შუა ფარცხმაში 1905 წელს სტალინს აქვს რეჩი წარმოთქმული ცაცხვის ძირში. 1930-იან წლებში სოფელს შეუცვალეს სახელი და გამოყვეს ცალკე სასოფლო საბჭოდ. 1954-1986 წლებში ეკუთვნოდა შუაგანახლების სასოფლო საბჭოს. ახლა არის გოგოლესუბანი, როგორც უნდა იყოს ისე“, - წერს ირაკლი ზაქარეიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner