საქველმოქმედო ღონისძიება 24 წლის მარიამ მათიაშვილის და 19 წლის ლუკა დავიანტის დასახმარებლად - 23-24 თებერვალს აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე „მარი მარკეტში" არსებულ კვების ობიექტ „your corner" -ში საქველმოქმედო აქცია გაიმართება.
პროდუქციის გაყიდვიდან შესული თანხა სრულად გადაერიცხება მარიამს და ლუკას. მაღაზია მუშაობს 24 საათის განმავლობაში.
ამას გარდა, 12 მარტს, სპორტის სასახლეში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი.