logo_geo
eng_logo
ყველაფერი მეგანისა და ჰარის სამეფო ქორწილზე
- +

21 მაისი. 2018. 03:30

 

დიდი ბრიტანეთის სამეფო ქორწილის ცერემონიამ ისეთივე დიდებულებით ჩაიარა, როგორც ვარაუდობდნენ. St George’s Chapel-ში, პირველ ყოვლისა, მიწვეულმა სტუმრებმა მოიყარეს თავი.

 

 

 

მიწვეული სტუმრების შემდეგ, უინძორის სასახლეში, ტრადიციულ სადღესასწაულო სამოსში გამოწყობილი პრინცები – ჰარი და უილიამი გამოჩნდნენ. პრინცების შემდეგ, სამეფო პროტოკოლის მიხედვით, St George’s Chapel-ში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის დარჩენილი წევრებიც გამოცხადნენ.

 

 





 

 

პატარძლის გამოჩენამაც არ დააყოვნა და როგორც იქნა, მთელმა მსოფლიომ იხილა მეგან მარკლის თვალისმომჭრელი საპატარძლო კაბა, რომელიც Givenchy-ს კრეატიული დირექტორის, კლერ ვაით-კელერის ქმნილება იყო. პატარძლის თავს, 1934 ბრილიანტის თვლით მოჭედილი ტიარა ამშვენებდა, რომელიც დედოფალ მერის ეკუთვნოდა.

 

 

 
 
 
 
 
 
 

მეგანი საკურთხევლამდე პრინცმა ჩარლზმა მიიყვანა, რადგან მეგანის მამამ, ჯანმრთელობის მდგომარების გაუარესების გამო, ვერ მოახერხა ქორწილზე დასწრება.

 

 

 

 

ჰარიმ საქორწილო ცერემონიის მიმდინარეობისას ცრემლები ვერ შეიკავა. St George’s Chapel-ში გაისმა აკაპელას მიერ შესრულებული ამერიკელი მომღერლის Ben A King-ის Stand By Me და ეტა ჯეიმსის Amen/This Little Light of Mine.

 

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ჰარი და მეგანი, დღეიდან, სესექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას სტატუსს ატარებენ. St George’s Chapel-ის კიბეებზე, დაქორწილებულმა წყვილმა პირველი კოცნა გაუზიარა საზოგადოებას და საქორწილო მიღებაზე გაემართნენ.

 

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

წყარო HELLO

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner