ვეტერანთა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას ამერიკაში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე არ ადასტურებს.
ამის შესახებ მან კომენტარი ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებისას გააკეთა.
„შიხიაშვილს გასაქცევად საქმე არ აქვს, ის თავის ქვეყანას ემსახურებოდა ყოველთვის და გაქცევას და დამალვას არსად აპირებს. მე თვითონ ვარ დაინტერესებული, რომ დეპარტამენტში აუდიტი შევიდეს და ერთხელ და სამუდამოდ დარწმუნდნენ, როგორ იხარჯებოდა ბიუჯეტი ვეტერანთა სასიკეთოდ, კანონიერად. არანაირი ბიზნესი ამერიკაში არ მაქვს. ამერიკაში ვიყავი იმისთვის, რომ ჩემს ქვეყანას კიდევ უფრო მეტი მეგობარი გავუჩინო", - განაცხადა შიხიაშვილმა.
ირაკლი შიხიაშვილმა ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა ერთი თვის წინ დატოვა.