logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: „პირადი ცხოვრების საქმეზე“ არის წინსვლა
- +

3 მაისი. 2016. 18:04


 

მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „პირადი ცხოვრების საქმეზ" არის წინსვლა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს. მისი თქმით, ამ სახის დანაშაულის გამოძიება არის საკმაოდ სპეციფიკური და მსგავსი კატეგორიის საქმეების გამოძიება საკმაო დროს საჭიროებს.


 

„ის ინფორმაცია, ის მტკიცებულებები, რაც საჭიროა გამოძიებისათვის ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, ჩვენს ხელთ არ არის. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება უცხოელი კოლეგების დახმარება, რა მხრივადაც უკვე ოცამდე სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობა გვაქვს გაგზავნილი სხვადასხვა ქვეყანაში. ნაწილი მოსული არის პასუხები, ნაწილზე ველოდებით. ასევე, საქართველოში არის ჩატარებული მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. რა თქმა უნდა, არის წინსვლა, თუმცა უფრო მეტ დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ. რა თქმა უნდა, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner