logo_geo
eng_logo
საბერძნეთში საქართველოს 10-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს
- +

21 მაისი. 2018. 13:58

 

 

საბერძნეთში ორგანიზებული ჯგუფების დაკავების ოპერაცია გრძელდება.

 

„Kathimerini“-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი ჯგუფი საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში, ატიკას ოლქის რაიონებში საცხოვრებელი სახლების ძარცვით იყო დაკავებული.

 

მედიის ინფორმაციით, დაჯგუფების გამოვლენის ოპერაცია გრძელდება.

 

ამ ეტაპზე საქართველოს 10-ზე მეტი მოქალაქეა დაკავებული.

 

აპრილში საფრანგეთსა და საბერძნეთში სპეცოპერაცია „Caucase Normandie“ ჩატარდა, რომლის ფარგლებში 4 ქართველი ე.წ. კანონიერ ქურდი და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრი დააკავეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner