დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:
„ქრისტიანებო, ყოველგვარი ძალადობა ცალსახად დაგმობილია ქრისტეს მიერ და ჩვენც იგივე გვმართებს. სხვა ყველა აზრი კაცობრივი, ამსოფლიური, ანტიქრისტიანული განაზრახია. ნუ შფოთავთ და ძრწით, ქრისტე მშვიდობაა!
ნუ გვავიწყდება პავლე მოციქულის შეგონება: „მაგრამ თუ ერთიმეორეს კბენთ და ჭამთ, ფრთხილად იყავით: შეიძლება სულაც ამოჭამოთ ერთმანეთი“ (გალ.5.15)!“ - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.