logo_geo
eng_logo
მამა ბასილი გია ბარამიძეს: რაც სვანეთში უდანაშაულო ოჯახი ამოხოცე, კიდევ როგორ იღებ ხმას?!
- +

21 მაისი. 2018. 18:16

 

 

„მას შემდეგ, რაც სვანეთში უდანაშაულო ოჯახი ამოხოცე, საუკუნოვანი საფლავები გადათხარე, კიდევ როგორ იღებ ხმას?! ასეთი ცოდვებით დამძიმებული როგორ დააბიჯებ დედამიწაზე?!“ – ამ სიტყვებით მიმართავს გლდანის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი მამა ბასილ მკალავიშვილი პარლამენტის დეპუტატ გია ბარამიძეს. ამის შესახებ მამა ბასილი „ასავალ-დასავალს“ ესაუბრა.

 

„თითქოს მე მღვდელი ვარ და შეგროვილი ფულით ავაშენე რაღაც შენობა. წარმოგიდგენიათ?! დამნაშავე გია ბარამიძემ განმკითხა მე, რომელმაც სარწმუნოებისა და სამშობლოს სიყვარულისთვის 5 წელიწადი ციხეში გავატარე და დღეს ჯანმრთელობაშერყეული, მრევლთან ერთად, კვლავ დაუღალავად ვშრომობ. მინდა, ამ ბატონს მივმართო. მას შემდეგ, რაც სვანეთში უდანაშაულო ოჯახი ამოხოცე, საუკუნოვანი საფლავები გადათხარე, კიდევ როგორ იღებ ხმას?! ასეთი ცოდვებით დამძიმებული როგორ დააბიჯებ დედამიწაზე?!“ – აცხადებს მამა ბასილ მკალავიშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner