„მას შემდეგ, რაც სვანეთში უდანაშაულო ოჯახი ამოხოცე, საუკუნოვანი საფლავები გადათხარე, კიდევ როგორ იღებ ხმას?! ასეთი ცოდვებით დამძიმებული როგორ დააბიჯებ დედამიწაზე?!“ – ამ სიტყვებით მიმართავს გლდანის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი მამა ბასილ მკალავიშვილი პარლამენტის დეპუტატ გია ბარამიძეს. ამის შესახებ მამა ბასილი „ასავალ-დასავალს“ ესაუბრა.
„თითქოს მე მღვდელი ვარ და შეგროვილი ფულით ავაშენე რაღაც შენობა. წარმოგიდგენიათ?! დამნაშავე გია ბარამიძემ განმკითხა მე, რომელმაც სარწმუნოებისა და სამშობლოს სიყვარულისთვის 5 წელიწადი ციხეში გავატარე და დღეს ჯანმრთელობაშერყეული, მრევლთან ერთად, კვლავ დაუღალავად ვშრომობ. მინდა, ამ ბატონს მივმართო. მას შემდეგ, რაც სვანეთში უდანაშაულო ოჯახი ამოხოცე, საუკუნოვანი საფლავები გადათხარე, კიდევ როგორ იღებ ხმას?! ასეთი ცოდვებით დამძიმებული როგორ დააბიჯებ დედამიწაზე?!“ – აცხადებს მამა ბასილ მკალავიშვილი.