logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე ფაქტების გადამოწმება მიმდინარეობს
- +

3 მაისი. 2016. 18:11



საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას საკითხზე დღეს კომენტარი გააკეთა.



როგორც ადრეც ითქვა, გია  გვიჩიანის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს  ფაქტების გადამოწმება, თუ რამდენად კანონიერად იყო მოპოვებული მტკიცებულებები, რომელიც დაეფუძნა სასამართლოს განაჩენი. არსებობდა პრეტენზიები, რომ არასწორად ჩატარდა თავის დროზე გამოძიება, არ იყო  თავმოყრილი ყველა მტკიცებულება ამ მკვლელობის ფაქტზე. სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ ახლა, თუმცა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. უახლოეს მომავალში შესაბამის დონეზე მივა გამოძიება და სამართლებრივი შეფასებას მივცემთ ფაქტებს. შესაბამისად მოგაწვდით ინფორმაციასაც. ერთი შემიძლია, გითხრათ, კანონიერი სასამართლო გადაწვეტილების გადახედვა შეუძლია მხოლოდ სასამართლოს",- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.



გია გვიჩიანსა და ნიკა ჩემიას სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, თუმცა სააპელაციო სასამართლომ სასჯელი 17-წლამდე შეამცირა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner