logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანი: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კვლავაც პრიორიტეტულია
- +

21 მაისი. 2018. 22:41

 

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყნის მთავრობისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, კვალავაც პრიორიტეტულ საკითხად რჩება.

 

„ვადამდელი არჩევნები ჩვენი პრიორიტეტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს მთავრობის ერთადერთი ამოცანაა. ჩვენ გვექნება ხანგრძლივმოქმედი პროგრამა და ერთი მეორეს ხელს არ შეუშლის“, - განაცხადა ფაშინიანმა.

 

ნიკოლ ფაშინიანის პოზიციაა, რომ საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 2018 წელს ჩატარდეს. დღესვე, სომხეთის ახლად დამტკიცებულმა მთავრობამ ქვეყნის პრეზიდენტის რეზიდენციაში ფიცი დადო. სახელმწიფოს მეთაურის წინაშე ტექსტი პირველმა ნიკოლ ფაშინიანმა წაიკითხა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner