logo_geo
eng_logo
აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტები სამთავრობო არმიას თავს დაესხნენ
- +

21 მაისი. 2018. 23:15

 

 

აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების დივერსიული ჯგუფი სამთავრობო არმიას დაესხა თავს. ინციდენტი დასახლებულ პუნქტთან მოხდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა დივერსიული ჯგუფის განეიტრალება შეძლეს. თავდამსხმელებმა დაახლოებით 10 კაცი დაკარგეს. ის ვინც ცოცხალი გადარჩა, ტყვედ ჩავარდა.

 

დაპირისპირებას ორი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა. არიან დაჭრილებიც.

 

აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი დონეცკისა და ლუგანსკის ადგილობრივ ხელისუფლებასა და რუსეთის მომხრე აჯანყებულებს შორის 2014 წლის 6 აპრილს დაიწყო. მას წინ უძღოდა 2014 წლის უკრაინის რევოლუცია და ევრომაიდანის მოძრაობა, რომელიც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაქცევით დასრულდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner