მილანში, „სან სიროს“ სტადიონზე ლეგენდარული იტალიელი ნახევარმცველის, ანდრეა პირლოს გამოსათხოვარი მატჩი დასრულდა. შეხვედრა „თეთრი ვარსკვლავებსა“ და „ლურჯი ვარსკვლავებს“ შორის 7:7 დასრულდა.
სხვებთან ერთად, მატჩში მონაწილეობა მიიღო თბილისის მერმა, კახა კალაძემ, რომელიც მეორე ტაიმში გავიდა მოედანზე.
ანდრეა პირლომ პირველი ტაიმი „თეთრებში“ ითამაშა, მეორე ტაიმი – „ლურჯებში“. მატჩის მიწურულს ის საკუთარი ვაჟმა შეცვალა.
გოლები:
1:0 შევჩენკო (1)
2:0 კვალიარელა (6)
2:1 პატო (13)
3:1 კასანო (30)
3:2 ვიერი (32)
4:2 დიდა (35)
4:3 პატო (41)
5:3 ზეედორფი (44)
6:3 ბროკი (47)
7:3 ლუკა ტონი (71)
7:4 ფ. ინძაგი (74)
7:5 მატრი (78)
7:6 ფ. ინძაგი (79)
7:7 ფ. ინძაგი (84).