logo_geo
eng_logo
ირანი აშშ-ს სასამართლო პროცესით ემუქრება
- +

22 მაისი. 2018. 03:06

 

 

ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს სასამართლო პროცესით ემუქრება. მაიკ პომპეოს განცხადება ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური ვაშინგტონის მხრიდან საშინაო პოლიტიკაში ჩარევის მორიგ მცდელობად შეაფასა.

 

„ოფიციალური ვაშინგტონი ბირთვული შეთანხმების პირობებს არღვევს. ჩვენს წინააღმდეგ მომართული პოლიტიკა კი საერთაშორისო საზოგადოებისთვის თვალის ახვევის გულუბრყვილო მცდელობაა“, – ნათქვამია ირანის საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაში.

 

მაიკ პომპეომ ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე ვაშინგტონში, Heritage Foundation-ში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ უპრეცედენტო ფინანსურ ზეწოლას მოახდენს. დიპლომატმა 12 მთავარი მოთხოვნაც წარადგინა, რომლებიც ბირთვულ საკითხთან ერთად, ირანის მხრიდან რეგიონში არსებული პოლიტიკის შეცვლას მოიცავს.

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიჩნევენ, რომ ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ევროკავშირის სახელმწიფოებიც უნდა შეუერთდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner