logo_geo
eng_logo
რის მოწყობას გეგმავს თანაინვესტირების ფონდი აუქციონზე შეძენილ ტერიტორიაზე
- +

3 მაისი. 2016. 19:54



თანაინვესტირების ფონდი აუქციონზე შეძენილი, კრწანისი-შინდისის გზის მიმდებარედ არსებულ 29 ჰექტარი მიწის ტერიტორიაზე „ბრწყინვალე რეკრეაციული და სპორტული გამაჯანსაღებელი დანიშნულების სივრცის" მოწყობას აპირებს.



როგორც ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათ შორის დაგეგმილია მაღალი დონის სასტუმროს მშენებლობა.


 

გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი ზოგიერთი მოსაზრება და იდეა აღნიშნული ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით, რომელსაც განვიხილავთ ბრწყინვალე შესაძლებლობად ქალაქისთვის, რომ ქალაქის მკვიდრმა და სტუმარმა მიიღონ ბრეყინვალე რეკრეაციული, სპორტულ გამაჯანსაღებელი დანიშნულების სივრცე. ცხადია, შესაბამის აუქციონს თან ახლდა კონკრეტული პირობები, რომელიც ითვალისწინებს არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმროს მოწყობას - საუბარია მაღალი კლასის სასტუმროზე. ასევე ითვალისწინებს იქ არსებული მწვანე ნარგავების და ხეების მოვლა-პატრონობას, არსებული ხეების შენარჩუნებას და ახალი ხეების დარგვას. ამასთანავე, პერსპექტივაში გათვალისწინებულია მოქმედებები, რომელიც უკავშირდება საირიგაციო სისტემის მოწყობას და შესაბამისი ნოყიერი ნიადაგების შეტანას, ვინაიდან საქმე გვაქვს საკმაოდ გახრიოკებულ ნიადაგებთან. ბუნებრივია, შესაბამისი კვლევები, შესაბამისი საექსპერტო დასკვნები იქნება შემუშავებული და წარმოდგენილი, მაგრამ გვინდა განვაცხადოთ, რომ ყველა პირობა იქნება ზედმიწევნით შესრულებული. ეს შეეხება როგორც ირიგაციის მოწყობას, ასევე განაშენიანების ფართს, რომელიც ასევე არის შეზღუდული", - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.


მისი თქმით, „ნებისმიერი მშენებლობა, თუკი რამ განხორციელდება რეკრეაციული, საზოგადო დანიშნულებით, განხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ სიღრმეში ანუ, ეს არ იქნება აღქმული დედაქალქის არც ერთი ხედიდან".



მიგვაჩნია, რომ ნამდვილად არის საჭიროება, ქალაქში ოჯახებს ჰქონდეთ შესაძლებლობა აღმოჩნდნენ ბრწყინვალე ბუნებაში, რომელიც იქნება მოვლილი, კეთილმოწყობილი და დაკავდნენ სხვადასხვა სპორტული მოქმედებით - აუცილებლად იქნება გათვალისწინებული სარბენი ბილიკები, ველობილიკები, სხვა რეკრეაციული ინფრასტრუქტურა, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ჯანსაღ და სუფთა გარემოში კარგად გაატაროს დღე. ამ მომენტისთვის გარკვეული იდეის დონეზე გვაქვს მოსაზრება, რომ გავაკეთოთ გოლფის მოედანი, რომელიც მწირი რაოდენობით ითხოვს ნაგებობეს, თუ საერთოდ ითხოვს", - განაცხადა თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner