logo_geo
eng_logo
ავთანდილ იმედაძე: „რა გაწუხებთ?“ ერთ-ერთი საუკეთესო წამოწყებაა მოქალაქეების საჭიროებების დასადგენად!
- +

23 თებერვალი. 2016. 14:35


 

მოქალაქეთა საყოველთაო გამოკითხვა-აქცია „რა გაწუხებთ?", რომელიც  ჯანდაცვის სფეროში არსებული საჭიროებების გამოსავლენად ტარდება, ერთი თვეა მიმდინარეობს. სოციალური კამპანიის იდეა, რომლის მიზანია მოქალაქეების საჭიროებების გამოვლენა და სამედიცინო პროგრამების განხორციელების პროცესში მათი გათვალისწინება, ჯანდაცვის სამინისტროსა და „გლობალურ ალიანსს" ეკუთვნის.



ჩვენ დავინტერესდით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს წამოწყება ჯანდაცვის სექტორში მომუშავე პირებისთვის, რა მიაჩნიათ მათ ამ სფეროს მთავარ გამოწვევად და სამოქმედო გეგმების განხორციელების პროცესში რის გათვალისწინებას ურჩევენ ჯანდაცვის სამინისტროს.



რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ავთანდილ იმედაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი სოციალური კამპანია ერთ-ერთი საუკეთესო წამოწყებაა მოქალაქეების საჭიროებების დასადგენად:



„მე ვესწრებოდი ამ კამპანიის პროექტის პრეზენტაციას. მიმაჩნია, რომ იგი ერთ-ერთი აუცილებელი მიმართულება იქნება, რომელიც დაძებნის და შემდეგ თავს მოუყრის   მოქალაქეებისთვის მტკივნეულ და საჭირო თემებს. უნდა ინახოს, რა დარგები არ არის ჩვენთან განვითარებული, რა უჭირს მოსახლეობას, სამომავლოდ რა უნდა დაიგეგმოს. მით უფრო, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას სამი დიდი საავადმყოფოს რეაბილიტაციის კუთხით,PPP (კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობა) პროექტის ფარგლებში," - აღნიშნა ავთანდილ იმედაძემ.



რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი საზოგადოების აზრის გათვალისწინებას ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე და სამომავლო ცვლილებების პროცესში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მიაჩნია, რომ საზოგადოება ფართოდ უნდა ჩაერთოს ამ კამპანიაში. ცვლილებები სწორედ მათთვის ხორციელდება და თითოეული მოქალაქის აზრი მნიშვნელოვანი იქნება საერთო სურათის შესაქმნელად - რა აწუხებს, რა პროგრამები მოსწონს საზოგადოებას, რას მიიჩნევს ხარვეზად.



როგორც იმედაძე აცხადებს, წლებია რესპუბლიკური საავადმყოფოს ხემძღვანელია და კარგად იცის, ახლო წარსულში ხელმოკლეობის გამო რამდენად მტკივნეული იყო პაციენტებისთვის ქირურგიული ოპერაციების ჩატარება და სხვა სერიოზული სერვისების მიღება: ,,საყოველთაო დაზღვევის  პროგრამა ჩვენი ქვეყნის და მთავრობის უდიდესი მიღწევაა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენად გახარებულია ხალხი. ექიმებმაც და ადმინისტრაციამაც ამოვისუნთქეთ. როცა იცი, რომ პაციენტს სჭირდება ოპერაცია და სახსრების უქონლობის გამო ვერ უკეთებ, ძალიან მტკივნეულია. ასეთი შემთხვევები აღარ ხდება".



ავთანდილ იმედაძე ჯანდაცვის სექტორის მთავარ გამოწვევად,საავადმყოფოების მართვის მიმართულებით, კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობას მიიჩნევს:



„რესპუბლიკური საავადმყოფოს, ბავშვთა ინფექციური ცენტრისა და ონკოლოგიური საავადმყოფოების ერთიან სივრცეში გაერთიანება,PPP პროექტის ფარგლებში,ბოლო წლების ყველაზე დიდი მიღწევა იქნება, რასაც სამინისტრო ახორციელებს. ამ პროექტს შევადარებ რესპუბლიკური საავადმყოფოს 40 წლის წინანდელ რეაბილიტაციას 1100 საწოლზე. მას მერე ეს ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებს იქნება," -  განაცხადა ავთანდილ იმედაძემ. 


სალომე შიხაშვილი

right_banner right_banner
არქივი
right_banner