logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: მართლა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!
- +

22 მაისი. 2018. 14:12

 

მართლა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!

 

ჰოდა, ამ იდიოტობამ გამახსენა: აღარ მიმიდევნებია თვალი, პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (რუსთაველის ძეგლს უკან) კიდევ არსებობს თუ ეზომ და შენობამ ჩაილურის წყალი დალია - განათლების ყოფილი მინისტრების - კოლექტიურმა და „უგანათლებულესმა“ ჯგუფმა, რომელსაც „ლომაია-შაშკინის ხროვად“ მოიხსენიებენ მედიაში, მაგასაც გამოუყვანა წირვა?..

 

ეს ის გუნდია, რომელსაც „დედა ენა“ არ სჭერია ხელში, რუსულ სკოლაში გაიზარდნენ და განათლდნენ.

 

არსებობს განათლების (პედაგოგიკის) საზოგადოებრივი აკადემია, რომელშიც გაერთიანებულნი არიან წონადი მეცნიერები და ავტორიტეტული მოღვაწენი. ვინმე ეკითხება მათ რჩევას? რაიმე რეკომენდაციებს აწვდიან ისინი განათლების სამინისტროს?

 

კომბლე-ჯეჯელავა-გენიოსს, გასაგებია, არ სჭირდებოდა, არც ახალი მინისტრი საჭიროებს? ისიც გასაგებია, რომ ახალი „თერგ(ტოპომაკ)დალეულია“, მაგრამ... საუბარია იაკობ გოგებაშვილის სიბრძნეზე და არა კვანტური მექანიკის თუ აიფონის მენეჯმენტის გამოცდილების სწავლებაზე... გენიალური „აი ია“-ს (რომლის მსგავსი მიგნება მსოფლიო პედაგოგიკის ერთ-ერთ შედევრად ითვლება) ტრადიციების თანამედროვე სკოლის მოთხოვნათა მისადაგებაზე...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner