„უდიდესი მოწიწებით და სიყვარულით მივმართავ წმინდა სინოდს - უმორჩილესად გთხოვთ, ხელში აიღეთ ერის გადარჩენის მისია. მხოლოდ ეკლესიას შესწევს ძალა, გაუმკლავდეს იმ უზარმაზარ ლიბერასტულ-მამათმავლურ მონსტრს, რომელიც ქართველ ერს განადგურებით ემუქრება. პატრიოტი საერო პირების ბრძოლა ვერ იქნება ისეთი ეფექტური, როგორც თქვენი ბრძოლა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„საბედნიეროდ, ეკლესიის ავტორიტეტი კვლავ ყველაზე მაღალია ქვეყანაში, ამიტომ თქვენ მიერ ნათქვამ სიტყვას ბევრად დიდი გავლენა აქვს, ვიდრე ნებისმიერი საერო პირის მიერ ნათქვამ სიტყვას. მოწიწებით გთხოვთ, აიღოთ სადავეები ხელში და გადაარჩინოთ უძველესი ქართველი ერი გადაშენებას.
როგორც უწმინდესმა ბრძანა, ამაზე მძიმე ჟამი შესაძლოა არც ყოფილა ერის ისტორიაში, პასიურობა და სიჩუმე აძლიერებს ქართველთა უბოროტეს მტრებს, მხოლოდ ეკლესიას ძალუძს გვიხსნას ამ საშინელი იერიშისგან!
ქრისტესმიერი სიყვარულით და მოწიწებით გთხოვთ - იხსენით ქართველი ერი, გაუძეხით თქვენს სულიერ შვილებს ბრძოლაში და პირობას ვდებთ, რომ სიცოცხლეს არ დავიშურებთ გამარჯვებისთვის! წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალზედ ცუდი ბედი ელის უძველეს მართლმადიდებელ ერს, როგორც სარანჩები ანადგურებენ ყველაფერს, ასევე დაგვესევა მტერი და გაგვანადგურებს. დღეს პასიურობა და პილატეს მსგავსად ხელის დაბანა ღალატის ტოლფასია, ღალატის რომელსაც არც ღმერთი გვაპატიებს, არც ისტორია და არც მომავლი თაობები!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.