„უახლოეს დღეებში სასამართლოში შემაქვს სარჩელი, რომლის მიხედვითაც, ან „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და კაპიტანი გიგაური დაამტკიცებენ, რომ „ქართული მარში“ რუსეთიდან ფინანსდება, ან საჯაროდ ბოდიშს მოიხდიან და დიდ ფულად ჯარიმასაც გადაიხდიან“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ამავე დროს, მთავარ პროკურატურას მოვთხოვ, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ამ ორგანიზაციის უკანონო დაფინანსებასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, კაპიტანი გიგაური და მისი ამფსონები პასუხს აგებენ!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.