ნინო ჯავახაძე: შსს-ს პოზიციაა, რომ ნარკოტიკების რეალიზაციის მიმართულებით სანქციები იყოს მკაცრი
-
+
22 მაისი. 2018. 16:46
„შს სამინისტროს პოზიციაა, რომ ნარკოტიკების რეალიზაციის მიმართულებით სანქციები იყოს მკაცრი - ასევე ჩვენთვის პრინციპულია, არ მოხდეს ნარკოტიკების მოხმარების წახალისება და არ გახდეს ეს კრიმინალის წყარო“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ განუცხადა.
ჯავახაძის თქმით, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მუშაობა გრძელდება.
„მსჯელობა მიდის იმაზე, თუ რამდენად ჰუმანური შეიძლება იყოს პოლიტიკა ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ“, - აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ.