logo_geo
eng_logo
პედრო აგრამუნტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ტოვებს
- +

22 მაისი. 2018. 19:37

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი, სკანდალურად ცნობილი პედრო აგრამუნტი მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, ორგანიზაციას ტოვებს.

 

შეგახსენებთ, გასულ კვირას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რამდენიმე დეპუტატის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. საუბარია დეპუტატებზე, რომელთა სახელებიც დამოუკიდებელი კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ფიგურირებს. დოკუმენტის ავტორები საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთ წევრს კორუფციაში სდებენ ბრალს. გამოძიების მიხედვით, ძირითადად, საუბარია აზერბაიჯანის მთავრობისგან ქრთამის მიღების შემთხვევებზე. მათ შორის იყო პედრო აგრმუნტიც, რომელსაც სანქციები ათი წლის ვადით დაუწესდა.

 

დეპუტატები, რომლებსაც სანქციები დაუწესდათ, ვეღარ დაიკავებენ მაღალ თანამდებობას, ვერ მოამზადებენ ანგარიშებს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ვითარების შესახებ და ვერ დააკვირდებიან არჩევნებს. აღნიშნულ დეპუტატებს აეკრძალებათ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ან კომიტეტების სახელით განცხადებების გაკეთება, ან რაიმე სახის ღონისძიებაში მონაწილეობა.

 

ამასთან, ისინი ასევე ვერ მიიღებენ მონაწილეობას საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner