logo_geo
eng_logo
შსს-ს მაშველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
- +

3 მაისი. 2016. 20:13

 


შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამტრედიის სახანძრო- სამაშველო განყოფილების უფროსი ცოტნე შენგელია უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში შერეული ორთაბრძოლების მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.



ჩემპიონატში 22 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ცოტნე შენგელიამ 85 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.



საქართველოში დაბრუნებულ მსოფლიო ჩემპიონს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი და მეხანძრე-მაშველები დახვდნენ.


 

ცოტნე შენგელია შერეული ორთაბრძოლებში 2012 წლის მსოფლიო თასის მფლობელი და 2015 წლის მსოფლიო ჩემოპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია. 2014 წელს იგი კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ცოტნე შენგელია თავისუფალ ჭიდაობასა და სამბოში საქართველოს ჩემპიონია. 2002 წელს მან თავისუფალ ჭიდაობაში აზიის ჩემპიონობა მოიპოვა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner