logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საბოლოო პოზიცია უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ჩამოყალიბდება
- +

22 მაისი. 2018. 22:37

 

„ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დღეს უმრავლესობის ფორმატში გვქონდა შეხვედრა. საბოლოო სახით გადაწყვეტილება ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მოხდა პოზიციების დაახლოება, რაც ძალიან კარგი წინაპირობაა იმისა, რომ მოვახერხებთ ერთიანი კანონპროექტის შემუშავებას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლმენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედი“ გადაცმაში „პირისპირ“ განაცხადა.

 

„როგორც მოგეხსნებათ, ვადებში ვართ შეზღუდული. განვაცხადეთ, რომ კანონპროექტის ინიცირება ივნისის დასაწყისში მოხდება, საკითხის განხილვა დაიწყდება ჯერ საკომიტეტო ფორმატში და ვგეგმავთ, რომ საშემოდგომო სესიამდე, ანუ ივნის-ივლისში საბოლოოდ მივიღოთ შესაბამისი კანონპროექტი, ეს არის ჩვენი ამოცანა. საბოლოო პოზიცია უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ჩამოყალიბდება და ამის შემდეგ გაკეთდება საჯარო განცხადებები კონკრეტიკასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია.

 

„პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია, თუმცა არის ბევრი დეტალი, რომელიც კანონმდებლობაში გასაწერია, დაწყებული დოზებით, დამთავრებული კონკრეტული სანქციებით. როგორც კი საბოლოოდ ჩამოყალიბდება პოზიცია თითოეულ დეტალთან დაკავშირებით, გაკეთდება საჯარო განცხადებები“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner