logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პოზიციების დაახლოებას ხელი შეუწყო იმან, რომ დისკუსია ბიძინა ივანიშვილის მიერ წარიმართებოდა
- +

22 მაისი. 2018. 22:59

 

 

„დღეს ბატონმა ბიძინა მოისმინა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით არსებული პოზიციები. რა თქმა უნდა, ისიც ჩართული იყო დისკუსიებში, გამოთქვამდა თავის მოსაზრებებს, თუმცა, არსებითად ისმენდა იმ პოზიციებს, რომლებიც იყო წარმოდგენილი გუნდში.

 

მოხდა ამ პოზიციების დაახლოება და ამ ყველაფერს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმან, რომ ეს დისკუსია წარიმართებოდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

აქვე, კობახიძე პარლამენტის წევრის აკაკი ზოიძის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი თავად არის ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მომხრე.

 

„ჩვენ გვაქვს ყველას ერთი და იგივე მიდგომა, აქ ვერ იქნება ვერანაირი ლიბერალური ან რადიკალური პოლიტიკა. ჩვენთვის მთავარია, რომ პრინციპებზე შევჯერდეთ, რაც მდგომარეობს იმაში, რომ კანონმდებლობა მომხმარებლის მიმართ უნდა იყოს ჰუმანური და უნდა იყოს კიდევ უფრო გამკაცრებული პოლიტიკა რეალიზაციის თვალსაზრისით. ჩვენთვის მთავარია, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეამცირებს ნარკოტიკების მოხმარებას საქართველოში და მეორე, რომელიც უზრუნველყოფს ჰუმანური პოლიტიკის ჩამოყალიბებას ჩვენს ქვეყენაში“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner