logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ძალიან მომბეზრდა მუდმივი კინკლაობა პრეზიდენტის მხრიდან...
- +

22 მაისი. 2018. 23:28

 

„პირადად მე, ძალიან მომბეზრდა მუდმივი კინკლაობა პრეზიდენტის მხრიდან და დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას კიდევ უფრო მობეზრდა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედი“ გადაცმაში „პირისპირ“ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ბრალდებას უპასუხა, იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტში გამოსვლისას მას გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს.

 

„გამოხატვის თავისუფლება არაფერ კავშირში რომ არ არის იმასთან, რაც ხდებოდა მაშინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ამაში დაგვეთანხმება ნებისმიერი იურისტი, რომელიც გარკვეულია ადამიანის უფლებებში და იცი, რა როგორ ხდება და რა არის გამოხატვის თავისუფლება. არანაირი კავშირი პროცედურის დაცვას არ აქვს გამოხატვის თავისუფლებასთან. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო პრეზიდენტის თხოვნა, გაჟღერებული სხდომათა დარბაზში, კენჭისყრაზეც კი დავაყენე საკითხი იმის თაობაზე, დავყოლოდით თუ არა პრეზიდენტის თხოვნას, თუმცა პარლამენტმა მიიღო რაციონალური გადაწყვეტილება. პრეზიდენტმა დააყენა არასწორი მოთხოვნა პლენარულ სხდომაზე, მას არ ჰქონდა რეგლამენტით გათვალისწინებული შესაძლებლობა, ჩართულიყო დისკუსიაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner