logo_geo
eng_logo
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
- +

23 მაისი. 2018. 11:01

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში,  მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ერთ-ერთი აგრარული ბაზრის დირექტორმა და მისმა თანამშრომელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთ მოქალაქეს, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ფართის გაქირავების სანაცვლოდ, უკანონოდ მოსთხოვეს და გამოართვეს 1 000 ლარი.

 

საქმეზე მიმდინარებს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4  ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner