logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მარგველაშვილმა სცადა პოლიტიკური კულტურის დანგრევა...
- +

23 მაისი. 2018. 11:42

 

 

„პრეზიდენტი პარლამენტის დარბაზიდან გავიდა მაშინ, როდესაც დეპუტატები სიტყვით გამოდიოდნენ, რაც ძალიან ცუდი ფაქტი იყო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

 

„პრეზიდენტი უნდა იყოს გარკვეული ტრადიციების დამამკვიდრებელი ან გამამყარებელი პოლიტიკურ ცხოვრებაში და გიორგი მარგველაშვილი პირიქით, კარგ ტრადიციებს ანგრევს.

 

არსად რეგლამენტში არ წერია, რომ პრემიერ-მინისტრს დარბაზში ჯდომა ევალება, როდესაც იმართება დებატები მისი გამოსვლის შემდეგ. ყველას გახსოვთ, მთავრობის დამტკიცების, ბიუჯეტთა დაკავშირებული დისკუსიის დროს პრემიერ-მინისტრი ფეხმოუცვლელად ზის ხოლმე პარლამენტის სხდომათა დარბაზში, რადგან ეს არის ელემენტარული პატივისცემის გამოხატვა საქართველოს პარლამენტის მიმართ. პრემიერ-მინისტრი მოთმინებით უსმენს ხანდახან ძალიან შეურაცხმყოფელ განცხადებებსაც კი ოპოზიციის მხრიდან. ეს გრძელდება საათები, მაგრამ იგი ავლენს სხვა პოლიტიკურ კულტურას. ამ შემთხვევაში, გიორგი მარგველაშვილმა სცადა ამ პოლიტიკური კულტური დანგრევა საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner