logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: ამ კადრების ნახვამ ემოციურად გამანადგურა
- +

23 მაისი. 2018. 12:37

 

 

„თამარ, 2010-2012 წლებში თქვენ საკმაოდ აქტიურად იყავით ჩართული საზოგადოებრივ და არასამთავრობო სექტორის ცხოვრებაში, სხვა მრავალ პასუხისმგებლობასთან ერთად თქვენ იყავით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, რა გახსენდებათ ყველაზე დიდ გამომწვევად ამ პერიოდში?“ – ჟურნალისტ თათია შარანგიას შეკითხვას საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გადაცემაში „სთორი“ უპასუხა:

 

„ეს იყო ძალიან მძიმე წლები, განსაკუთრებით 2012 წელი, რადგან საკმაოდ დაძაბული ვითარება იყო პოლიტიკურად. „საია“ იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარ დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე, შესაბამისად, ჩემი პასუხისმგებლობა იყო დაკვირვება, დარღვევების იდენტიფიცირება, რეაგირება და შემდეგ არჩევნების შეფასება და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

 

ყველაზე მძიმე ჩემთვის წამების კადრების გამოსვლის პერიოდი იყო, 2012 წლის აგვისტოში, რადგან ამ კადრების ნახვამ ემოციურად გამანადგურა. იმ ემოციიდან ძალიან დიდხანს ვერ გამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ციხეში ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი ორგანიზაცია ვმუშაობდით ზუსტად პატიმრების დაცვაზე, ყველას საერთაშორისო ორგანიზაციასა და ყველას ვაწვდიდით ინფორმაციას, რომ იქ მძიმე მდგომარეობა იყო და ა.შ.

 

თვითონ, უშუალოდ ამ კადრების ნახვა ალბათ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მომენტი იყო, რაც კი ცხოვრებაში გადამიტანია, ძალიან დიდი დრო დამჭირდა, რომ მდგომარეობიდან გამოვსულიყავი.

 

რაც ყველაზე კარგად მახსოვს, ეს იყო კამპანია – „ეს შენ გეხება“ , რომელიც ჩვენ – „საია“-მ 2012 წელს დაიწყო და გახსოვთ, 2012 წლის – 2013 -მდე წლების პერიოდში მედიის ხელმისაწვდომობა იყო ძალიან სერიოზული პრობლემა, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „რუსთავი 2“ - სამი დიდი ტელევიზია გვქონდა და სამივე ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანა იყო და დანარჩენი ტელევიზიები, უფრო ოპოზიციური, კრიტიკული არხები რაც იყო, მათ დაფარვა თითქმის არ ჰქონდათ. დავიწყეთ კამპანია, რომელიც ემსახურებოდა, ამ ტელეკომპანიებს დაფარვა გაზრდოდათ და წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობას ჰქონოდა შესაძლებლობა, რომ გაიგო არა ის, რასაც პროპაგანდისტული ტელევიზიები ეუბნებოდნენ, არამედ, რა ხდებოდა რეალურად ქვეყანაში. ეს კამპანია თავიდან რომ დავიწყეთ წარმოუდგენლად ჩანდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას კანონს შეაცვლევინებდი და აიძულებდი, რომ მედია უფრო მეტად ხელმისაწვდომი ყოფილიყო, მითუმეტეს კრიტიკული არხები, ჩვენ გამოგვივიდა და შევაცვლევინეთ კანონი წინასაარჩევნო პერიოდში და ვფიქრობ, ამან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გარკვეულ პროცესებზე, ყოველ შემთხვევაში მოქალაქეებს მისცა უფრო ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. და ეს იყო ამ ტიპის პირველი წარმატებული კამპანია არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოში, რომელი შემდეგ ტალღებად გაგრძელდა – ხან მოსმენების თემაზე და ა.შ. ვფიქრობ, ახლა უფრო ხშირია, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება კონკრეტული შედეგების მიღებასა და მიღწევას ახერხებს კამპანიის გზით, ეს ბევრად უფრო რეალისტური რამ არის და არავინ ფიქრობს, რომ შეუძლებელია, სახელმწიფოსთან რამეს გახდე“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner