logo_geo
eng_logo
სოფიო კილაძე: იმედი მაქვს, სტრასბურგის სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს
- +

23 მაისი. 2018. 12:50

 

 

„სტრასბურგის სასამართლოს აქვს ძალიან მაღალი ნდობა და დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებული იქნება იმ ღირებულებებზე, იმ ნორმებზე, რომელიც არის განსაზღვრული ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციაში“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფომ, იუსტიციის სამინისტროს სახით, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არგუმენტირებული მტკიცებულებები ყოფილიყო წარდგენილი სტრასბურგის სასამართლოში.

 

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული მხარე გამოვა ძლიერი არგუმენტებით მითუმეტეს, რომ ნამდვილად ჰქონდა ჩვენს ქვეყანას ფაქტობრივად, ეს არგუმენტები და მტკიცებულებები. ყველამ ვიცით, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და მას ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევაზე, რომელსაც ჰქონდა ადგილი 2008 წელს და რომელიც სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ყველამ ვიცით, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობა არის ნამდვილად კატასტროფული ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც ადამიანებს იტაცებენ, კლავენ, აწამებენ, რომ არაფერი ვთქვათ, სხვა უფლებების შეზღუდვაზე. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს არგუმენტირებული, რაც ეხება მტკიცებულებების ნაწილს", - განაცხადა სოფიო კილაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ (II)“ დღეს ბოლო ზეპირი მოსმენა იმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner