logo_geo
eng_logo
ქართული მხარის ადვოკატი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში - რუსეთმა, ევროსაბჭოს წევრმა ქვეყანამ, სამარცხვინო ქმედება ჩაიდინა
- +

23 მაისი. 2018. 15:21

 

საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა ბენ ემერსონმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ მიმდინარე ზეპირ მოსმენაზე განაცხადა, რომ რუსეთმა, ევროსაბჭოს წევრმა ქვეყანამ, სამარცხვინო ქმედება ჩაიდინა.

 

ადვოკატმა ისაუბრა რუსული ავიაციის მიერ გორის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაზე.

 

„ადგილზე აღმოჩენილ იქნა რაკეტების ფრაგმენტები, რომლებსაც ჰქონდათ სერიული ნომრები, რომლებიც ადასტურებდა მათ რუსულ წარმომავლობას. რუსული მხარე კი ამტკიცებდა, რომ ეს იყო ყალბი ინფორმაცია და ანტირუსული პროპაგანდის ნაწილი. სინამდვილეში რუსეთმა, ევროსაბჭოს წევრმა ქვეყანამ, სამარცხვინო ქმედება ჩაიდინა. სწორედ რუსეთს აქვს პასუხისმგებლობა თავდასხმაზე“, - განაცხადა ბენ ემერსონმა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ დღეს ბოლო ზეპირი მოსმენა იმართება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner