ამირან სალუქვაძე: ცინიკური და უსუსური გამოსვლა ჰქონდათ რუსებს...
ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე, რომელიც სტრასბურგში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გამართულ ზეპირ მოსმენას ესწრებოდა, სოციალურ ქსელში საკუთარ შეფასებას აქვეყნებს:
„რუსეთის მიერ ჩამოტანილი ნახევარი ვაგონი მაკულატურა („მტკიცებულებები“). თუმცა, ძალიან არაარგუმენტირებული, ცინიკური და უსუსური გამოსვლა ჰქონდათ, ისტორიის სრული დამახინჯებით.
დიდი მუშაობა იქნა ჩატარებული სახელმწიფოს მიერ.
უფრო დეტალურად მოგვიანებით დავწერ. დღეს ინტერვიუებით შემოვიფარგლები“, – წერს ამირან სალუქვაძე.
შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” დღეს ბოლო ზეპირი მოსმენა გაიმართა.