logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: სამარცხვინოა, რაც დღეს ხდება!..
- +

24 მაისი. 2018. 00:59

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სამარცხვინოა, რაც დღეს ხდება. თითქოს გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრობენ და ამ დროს „თავისუფლების" ეს მხარდამჭერები უხეშად, უტიფრად, უდიერად ეპყრობიან ჩვენს რწმენას, ჩვენს ფასეულობებს, ჩვენთვის ხელშეუხებელი - მათთვის აბუჩადასაგდებია და, თურმე, ეს ყოფილა შემოქმედება, კულტურა, ალეგორიული აზროვნება. პირდაპირ ვამბობ, N- ნამუშევარი, რომელზეც გუშინ „რუსთავი“ 2-ი მგზნებარედ მსჯელობდა, მაღალ ხელოვნებას კი არ განეკუთვნება, არამედ საერთო არა აქვს ხელოვნებასთან. ნებისმიერი მხატვარი (და მე ვარ მხატვრის მეუღლე), დამეთანხმება, რომ ამ ნაწარმოებს არც მხატვრული ღირებულება გააჩნია და არც სხვა რაიმე დატვირთვა აქვს. ტექნიკაზე აღარ ვლაპარაკობ. ის მდარე ხარისხის პროვოკაციაა, ხოლო მისი ავტორი, რომელსაც ჰგონია, რომ უკვდავყოფილი იქნება, აღარავის ემახსოვრება, როგორც თავად ეს ე.წ. ნამუშევარი.

 

ეს ერთი მხარეა. ახლა მთავარი - ზემოხსენებული „ტილო“ ჩემს რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს! დარწმუნებული ვარ, ასე ქვეყანაში ასი ათასობით ადამიანი ფიქრობს. ღვთისმშობელი ჩემთვის დედაა. თუ ადამიანს საკუთარი, მშობელი დედის დაცინვა, აბუჩად აგდება (ან ე.წ. ხელოვნებაში იმგვარად ასახვა, რომ თავი შეურაცხყოფილად იგრძნოს) არ სიამოვნებს, მაშინ რატომ უნდა მესიამოვნოს ან მომეწონოს ის, რაც ვნახე? მაგრამ კულტურულმა რევოლუციონერებმა, იგივე სააკაშვილ-ბოკერიებმა მიწაზე ავტორიტეტების დიდი ნაწილი გაანადგურეს და უკვე ზეციური ავტორიტეტების განადგურება დაისახეს მიზნად. თანაც, გამოხატვის თავისუფლებისა და მაღალი ხელოვნების სახელით. არადა, გამოხატვის თავისუფლებასაც აქვს ჩარჩოები და ადამიანი, რომელიც არაა ცხოველი, ვალდებულია ან არ გასცდეს ამ საზღვრებს ან გაცდეს, მაგრამ გახდეს ცხოველი და იცხოვროს ტყეში. თორემ გამოხატვის თავისუფლებაა, - ჩაიხადოს კაცმა შარვალი და მოშარდოს საჯარო თავშეყრის ადგილზე: ქუჩაში, ავტობუსში ან თვითმფრინავის სალონში?! ამ ვითომ გამოხატვის თავისუფლებისათვის „მებრძოლებს“ ვეკითხები: ვიღაცა „პროგრესული“ ტიპი ყოველდღე მოვა თქვენს სტუდიაში, „რუსთავი 2“-ზე, პირდაპირ ეთერში მოისაქმებს, მერე ფეკალურ მასას აიღებს და იატაკზე წრეს დახატავს. გეტყვით, რომ ეს თქვენი პორტრეტია, მეტიც, ესაა მაღალი ხელოვნება, კიდევ უფრო მეტი - ეს მისი გამოხატვის თავისუფლებაა და უფლება არა გაქვთ, - აღშფოთდეთ ან არ მოგეწონოთ, გესიამოვნებათ?“ - წერს ინაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner