logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: საქართველომ განიცადა უდიდესი დანაკლისი! მაგალი თოდუა გარდაიცვალა!
- +

3 მაისი. 2016. 22:02



მეცნიერი მაგალი თოდუა გარდაიცვალა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი წერს:

 

„დღეს საქართველომ განიცადა უდიდესი დანაკლისი!

თუ საქართველო ევროპის და აღმოსავლეთის ხიდია, ეს იმიტომ რომ მაგალი თოდუა (განძრახ არ ვხმარობ ბატონოს რამეთუ შემოქმედს ეს არ სჭირდება და თავის სახელი და გვარით შედის ისტორიაში...) ამ ხიდს და აღმოსავლეთ მცოდნეობას ჩვენთან აცოცხლებდა და ამდიდრებდა....

 

დღეს მისი ამ ქვეყნიდან წასვლით ქართულ კულტურის ერთერთ მდიდრულ ფურცელს ბოლო წერტილი დაესვა... არ ვიცი რა იქნება და ვინ და როგორ გააგრძელებს ამ გზას და გააცოცხლებს იმ მჭიდრო ჯაჭვს, მაგალი თოდუამ ქართულ და სპარსულ ლიტერატურათა შორის მის განუმეორებელ თარგმენბით რომ გააბა!

 

მინდა დღეს უსათნოეს ადამიანის, დაუღალავ საქართველოსთვის მებრძოლეს, სამეგრელოს ღირსეულ შვილს დიდი სიყვარულით გამოვემშვიდობო...

 

მან დიდი პატივი დამდო, ჩამთვალა რა უმცროს მეგობრად, მასთან საუბრის ღირსად, წამიყვანა სწორედ ათი წლის წინ ჩემთვის მაშინ უცნობ დედულეთში და, სამეგრელო გამაცნო და შემაყვარა!

 

გემშვიდობებით, დაე ბრწყინვალე შვიდეულის გარდაცვალებულისთვის საქართველოს მიწა იყოს მსუბუქი... მარადიული საქართველო თქვენ გელოდებათ!"



ენათმეცნიერი, მეცნიერი მაგალი თოდუა 1927 წლის 19 იანვარს, მარტვილის რაიონის  სოფელ სალხინოში დაიბადა.


დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1949 წელს.


1950-1961წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი ლაბორანტი და უფროსი მასწავლებელი; 1961-1966წწ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1991-1995წწ. ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 2002-2008წწ. იყო "გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. 1968 წლიდან არის სპარსული ფილოლოგიის განყოფილების გამგე; 2008 წლიდან ჟურნალ "ქართველოლოგიის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და თარგმანის ავტორი.


საკანდიდატო დისერტაციი თემა - "გოლესთანის მიბაძვანი სპარსულ ლიტერატურაში" , დაიცვა 1954 წელს.  სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქილილა და დამანას" საბასეული ვერსია" - 1967 წელს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner