logo_geo
eng_logo
ნინო კობახიძე: შეწყვიტეთ ნარკომანიის პროპაგანდა!
- +

24 მაისი. 2018. 03:17

 

 

ამერიკული Global Benefits Group-ის წარმომადგენელი სადაზღვევო კომპანია Global Benefits Georgia-ს ხელმძღვანელი ნინო კობახიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„მოკლედ, გავიგეთ, რომ ქვეყნის მთავარი გამოწვევა ნარკომანიაა და არა ათასობით უმწეო და უმუშევარი, ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპირებული ორი რეგიონი, ონკოლოგიური ბავშვების ზრდა, ბინძური ჰაერი და უხარისხო სურსათი, რუსეთი და მოძალადე მამაკაცები...

 

ნარკომანი ოჯახის წევრი ისეთივე მოძალადეა ოჯახის სხვა წევრებზე მორალურად თუ ფიზიკურად როგორც რუსეთი ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებზე და ეს სენი ზუსტად ისე ანადგურებს თაობებს, როგორც ომი!

 

შეწყვიტეთ პროპაგანდა ნარკომანიის უკვე ეს არის მთავარი მოთხოვნა!

 

p.s სანამ ლეგალიზებაზე ვინმე გაიფიქრებს ჯერ ოჯახის წევრებს მოუსმინეთ და მერე რეაბილიტაციის ცენტრები გახსენით რეგიონებში სოფლების დონეზე!!!“ - წერს კობახიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner