ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისფლება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დაკეტავს. ინფორმაციას ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტი ავრცელებს.
გადაწყვეტილება უკავშირდება სკოლის გამოსაშვებ ღონისძიებებს, რომლებიც ე.წ. რესპუბლიკაში 26 მაისს გაიმართება.
ე.წ. საზღვარი 25 მაისის 20:00 საათიდან - 27 მაისის 08:00 საათამდე ჩაიკეტება.