-
+
24 მაისი. 2018. 13:24
გაზეთი „პრაიმტაიმი“ სტატიას აქვეყნებს, სადაც ჩამოთვლილია, ვინ, სად და რა ფასად ასაღებს მძიმე ნარკოტიკებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის მარტიდან მაისამდე პერიოდში კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 8 პირი სხვადასხვა კლუბებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა პირებზე სისტემატურად ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს.
კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით:
ღამის კლუბ „კაფე გალერიში“ სხვადასხვა დროს, ბრალდებულმა ვიქტორ ჟამუტაშვილმა 0,060 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი 2 აბი, 200 ლარად და 0,1214 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი, ასევე 2 ცალი აბი 200 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა.
ღამის კლუბ „კაფე გალერიში“ ბრალდებულმა ლაშა მამულაშვილმა 0,54137 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი, 600 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა.
თბილისში, კოსტავას ქუჩა #75-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ქეთი მურუსიძემ 0,0824 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 1 ცალი აბი, 100 ლარად და 0,3874 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 4 ცალი აბი და აბის 2 ნატეხი, 500 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა.
ღამის კლუბ „კაფე გალერიში“ მიხეილ მიქაძემ 0,2907 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი, 420 ლარის საფასურად, უკანონოდ გაასაღა.
ბრალდებულმა გიორგი მამუკელაშვილმა 0,2268 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 2 ცალი აბი 200 ლარად უკანონოდ გაასაღა.
ღამის კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე ბრალდებულმა ბორის დარახველიძემ სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირზე ტენამფეტამინის შემცველი 2 ცალი აბი; 0,98825 გრამი მდმას, 0,15975 გრამი მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი 3 ცალი აბი 700 ლარად, 0,4619 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 3 ცალი აბი 650 ლარად და 0,2985 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი 750 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა.
ასევე, ღამის კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე ბრალდებულმა თორნიკე ჩუტკერაშვილმა 0,0836 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 1 ცალი აბი, 120 ლარის საფასურად, და 0,436 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი, 600 ლარის საფასურად, უკანონოდ გაასაღა.
ღამის კლუბ „ბასიანში“ ჯემალ ელიავამ 0,1055 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 2 ცალი აბი, 240 ლარად, 0,2292 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 3 ცალი აბი, 360 ლარად და 0,1670 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 2 ცალი აბი, 240 ლარის საფასურად, უკანონოდ გაასაღა.
წყარო :