logo_geo
eng_logo
დიმიტრი ცქიტიშვილი: ასეთი თავხედური ქმედების გამო კომპანია 30 000 ლარით დაჯარიმდა და საქმიანობა შეუჩერდა
- +

24 მაისი. 2018. 14:47

 

 

„ასეთი არასერიოზული და თავხედური ქმედების გამო კომპანია სერიოზულად დაჯარიმდა (30000 ლარით) და საქმიანობაც შეუჩერდა, სანამ არ გამოასწორებს მდგომარეობას“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:

 

„დაჯარიმება თვითმიზანი არ არის, მაგრამ თუ კომპანია არ უფრთხილდება საკუთარი თანამშრომლების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, მის მიმართ ყველა მკაცრი სანქცია უნდა იქნეს გამოყენებული. დიდი მადლობა მერიას და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ეფექტური მუშაობისთვის“, - წერს ცქიტიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ დიდ დიღომში, სტრაბონის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე გარესამშენებლო „ლიფტი“ დამაგრებულია ქვიშით სავსე ტომრების სიმძიმეზე.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner