logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე: ეს არის უტყუარი მტკიცებულებები
- +

24 მაისი. 2018. 14:56

 

საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ამ ეტაპზე არც ერთი მტკიცებულება არ მოიპოვება, რომ ხორავას ქუჩის საქმეში ბრალდებულების გარდა სხვა ვინმეს აქვს დანა გამოყენებული. მისივე თქმით, არის არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება ბრალდებულების მხრიდან შესაძლო მკვლელობა.

 

„მიმდინარეობს არსებითი განხილვა. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვნახოთ, სასამართლო რა ფაქტებს მიიღებს, რა ფაქტებს ცნობს დასაშვებად. ამ განაჩენის მიღების შემდგომ, ჩვენ შესაძლებელია ჩავატაროთ შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ამ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ მოიპოვება, რომ ამ ორი ადამიანის გარდა, ვინმეს აქვს დანა გამოყენებული. არის არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება ბრალდებულების მხრიდან შესაძლო მკვლელობა. ეს მტკიცებულებები არის მოწმეების ჩვენებები, მკვლელობის იარაღები. ეს არის უტყუარი მტკიცებულებები", - აღნიშნა შოთაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner