„რა ვქნა, გარდაცვლილ მეგობრებს "ფეისბუქიდან" არ (ვერ! ) ვშლი. ალბათ, მეც ვერ წამშლით ბევრი თქვენთაგანი, თუ რაღაცაა და, რა ვიცი...
დღეს ნოდარ გრიგალაშვილის დაბადების დღეა... ნათელი დაუმკვიდროს უფალმა!"- ეკა ქურხული მწერალ ნოდარ გრიგალაშვილს იხსენებს.
ყოფილი პარლამენტარი და მწერალი ნოდარ გრიგალაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნოდარ გრიგალაშვილს ბოლო ერთი წლის მანძილზე ფილტვის სიმსივნე ჰქონდა.
ნოდარ გრიგალაშვილი 1958 წლის 3 მაისის ბორჯომის რაიონში სოფელ ყვიბისში დაიბადა,
იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ასისტენტი; 1981 წელს მესტიის სკოლა-ინტერნატის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1981-1987წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და I საშუალოსკოლის პედაგოგი; 1984-1988წწ. ალმანახ "კრიტიკის" განყოფილების გამგე; 1987-1990წწ. გამომცემლობის მთავარი რედაქტორი; 1990-1998წწ. გაზეთ "საქართველოს " მთავარი რედაქტორი; 1998 წლიდან "ახალი საქართველოს" მთავარი რედაქტორი. ავტორია ლექსებისკრებულის "ზრუნვის საგანი"(1987), ლიტერატურულ-პუბლიცისტური წერილების "სამწუხარო პარალელები"(1988).