რეჟისორი ქეთი დოლიძე BBC-ის ჟურნალსიტის მიერ მომზადებულ სიუჟეტს საქართველოში არსებულ სააღდგომო ტრადიციებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„ორჯერ ვუყურე BBC-ს სიუჟეტს! კარგად ნახეთ! არავითარი დაცინვა არ არის ამ სიუჟეტში. ეს ჟურნალისტი უბრალოდ ყვება დღევადელ ტრადიციაზე.
ამაზე რომ გაგიჟდით, ის არავის ახსოვს, რომ ჩვენი წინაპრები მხოლოდ კვერცხს გადააგორებდნენ და არავითარი ღრეობა არ იყო! საფლავზე კი დღეის სწორის სამშაბათს გადიოდნენ, რადგან ბრწყინვალე შვიდეული დღესასწაულია! ეს კომუნისტებმა დაამკვიდრეს, რომ ხალხი აღდგომის მეორე დღეს სასაფლაოზე არ გასულიყვნენ... ეკლესიაც დაყვა. ასე მაინც რომ ეზეიმა ხალხს."- აღნიშნავს დოლიძე.