logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი: გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ საჯარო ბოდიში!
- +

24 მაისი. 2018. 22:06

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანს გიორგი გაბუნიას აკრიტიკებს და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გიორგი გაბუნია არის ძალიან კარგი ჟურნალისტი, მაგრამ ამ ბოლო დღეებში, მისი გამოსვლა, სხვა არაფერი იყო, თუ არა დიდი შეცდომა და ჩავარდნა.

 

ყველას უნდა ესმოდეს, რომ ზღვარგადასული არ ვარგა არაფერი. ღვთისმშობლის აგდებულად მოხსენება შეურაცხყოფს ყველა მორწმუნე ქრისტიანის გრძნობებს, ისევე როგორც საკუთარი დედის აუგად მოხსენიება. პირადად ჩემთვის, ეს იყო ძალიან უსიამოვნო სანახავი.

 

ვთხოვ ყველას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის გრძნობებს და თავი შევიკავოთ უაზრო წყენის მიყენებისგან და როდესაც ასეთი რამ ხდება, ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ საჯარო ბოდიში!“ - წერს სააკაშვილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner