გია არგანაშვილის განცხადებით საქართველოში ის წიგნები, რომელმაც თაობები უნდა აღზარდოს არ იწერება და შესაბამისად, არც იბეჭდება:
„ჩვენმა გამომცემლობებმა ლამისაა ნაცარქექიასავით ქვიდანაც კი ტექსტები გამოაწურვინონ ავტორებს. ხოლო ყველაზე აუცილებელი წიგნები და მათ შორის "ენის განვითარების ისტორია" (რომელიც ამავე დროს ერის განვითარების ისტორიაცაა) ამაოდ ელის დაბეჭდვას (დაწერას?!)
P.S. ასეთი წიგნების ნაკლებობას ყოველდღე განიცდის ქვეყანა..."