საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„გიორგი გაბუნიას ამბავმა ქართულ ლიტერატურაში გადამიყვანა და გამახსენა როგორც ქართულ, ისე მსოფლიო ლიტერატურაში იშვიათი პერსონაჟი, ფარსმან სპარსი:
„სტეფანოზ ბერის დასაფლავებაზე სიტყვა წარმოთქვა მთავარეპისკოპოსმა რაჟდენმა.
მწვალებლები გვყავსო მცხეთაში. ამიტომაც არ გვშორდებაო ჟამი. ბოლოს პირუთვნელად ამხილა ფარსმან სპარსი. იგიაო მწვალებელთა მამამთავარი.
გააფთრებული ბრბო შინ მიეჭრა ფარსმანს, ჩაქოლვას უპირებდნენ, მაგრამ გაიოზ ბერმა მოუსწრო, დავდაღოთო ეშმაკის თანაზიარი.
გაახურეს სპილენძის ტვიფარი, მელის სახისა, შუბლზე დაარტყეს მწვალებელს.“
... კი არ ვადარებ, ისე ასოციატიურად გამახსენდა.
(„დიდოსტატის მარჯვენა“)“, - წერს კონსტანტინე გამსახურდია.