logo_geo
eng_logo
ქართველმა და აზერბაიჯანელმა ელექტრონული მედიის ხელმძღვანელებმა ბაქოში გაცნობითი შეხვედრები გამართეს
- +

25 მაისი. 2018. 02:22

 

საინფორმაციო სააგენტო report.az-ის ორგანიზებით, ბაქოს ქართული ელექტრონული მედიასაშუალებების ხელმძღვანელი პირები ესტუმრნენ.

 

მედიატურის ფარგლებში, ბაქოს, მედიაჰოლდინგ „კვირას“ მთავარი რედაქტორი ქეთევან ხოსიტაშვილი, pia.ge-ს მთავარი რედაქტორი დიმიტრი ტიკარაძე, მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გიორგი მამაცაშვილი, ipress.ge-მთავარი რედაქტორი თამარ ლეფსვერიძე, accent.com.ge-ს დირექტორი უჩა კანდელაკი და commersant.ge-დან ტატა დოლიძე სტუმრობდნენ.

 

 

 

 

მედიატურის ფარგლებში, ქართული ელექტრონული მედიის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის 5 წამყვანი საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები გამართეს.

 

შეხვედრების ფარგლებში ადგილობრივი და ქართული მედიის წარმომადგენლებმა ერთმანეთს პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და ჟურნალისტიკაში არსებული გამოწვევების დაძლევის გზები განიხილეს. მათ მედიის მუშაობის სპეციფიკასა და პროფესიული საქმიანობის მთავარ პრინციპებზეც იმსჯელეს.

 

 

 

 

მედიაჰოლდინგ „კვირას“ მთავარმა რედაქტორმა ქეთევან ხოსიტაშვილმა მედიატურის ორგანიზატორ report.az-ს მადლობა გადაუხადა და მედიატური დადებითად შეაფასა.

 

„უპირველესად, მინდა, მადლობა გადავუხადო ახალი ამბების სააგენტო report.az-ს და მის ხელმძღვანელ ანარ ასკეროვს იმისათვის, რომ ამ მეტად მნიშვნელოვან მედიატურს ორგანიზება გაუწია და შესაძლებლობა მოგვცა, ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს გავცნობოდით, ისევე როგორც მათი მუშაობის სპეციფიკას. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა არსებობს, ამავდროულად, ძალიან ხშირად გვიწევს საერთო გამოწვევების გადალახვა.

 

ვფიქრობ, მსგავსი მედიატური ქართულ ელექტრონულ მედიასაშუალებებს მეზობელი ქვეყნის კოლეგებთან მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და პირადი კომუნიკაციის დამყარებაში დაგვეხმარება, რაც ბევრად გაამარტივებს ურთიერთკავშირსა და ინფორმაციის გაცვლას. ასევე, სამომავლოდ, ეს ურთიერთობები შესაძლებლობას მოგვცემს, მუდმივად გავცვალოთ ინფორმაცია ჩვენს ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რითაც ჩვენს წვლილს შევიტანთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში“, – განაცხადა ქეთევან ხოსიტაშვილმა.

 

 

 

 

Ipress.ge-ის მთავარი რედაქტორი თამარ ლეფსვერიძე მედიატურს ნაყოფიერს უწოდებს და ამბობს, რომ აზერბაიჯანელი და ქართველი ჟურნალისტები სამომავლოდ სისტემატურ და ნაყოფიერ ორმხრივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

„წამყვან აზერბაიჯანულ მედიასაშუალებებთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის რამდენიმე თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, შევთანხმდით სამომავლოდ სისტემატურ და ნაყოფიერ ორმხრივ თანამშრომლობაზე და რაც მთავარია, ორივე მხარეს საშუალება მოგვეცემა, ჩვენს მედიასაშუალებებში გამოვაქვეყნოთ მხოლოდ გადამოწმებული და სანდო ინფორმაცია“, – განაცხადა თამარ ლეფსვერიძემ.

 

გაზეთ „პრაიმტაიმის“ რედაქტორის ქეთი ხატიაშვილის შეფასებით, რუსული პროპაგანდის პირობებში, როცა ხშირია დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევები, ორმხრივ ურთიერთობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

 

„თანამშრომლობის პირობებში ჩვენ დეზინფორმაციის გავრცელებისგან მაქსიმალურად ვიქნებით დაცული“, – აღნიშნა ქეთი ხატიაშვილმა.

 

 

 

 

მედიასააგენტო „კლიპარტის“ გაყიდვების დირექტორის და სააგენტო pia.ge -ს ხელმძღვანელის დიმიტრი ტიკარაძის შეფასებით, აზერბაიჯანული გამოცემის, Report.az-ის ორგანიზებით გამართულმა შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. მისი თქმით, მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლოდ თანამშრომლობის განვითარების გზები დასახეს.

 

„საინტერესო შეხვედრა შედგა, გავეცანით აზერბაიჯანის ონლაინმედიაში არსებულ ვითარებას, მათ პლუსებსა და მინუსებს. ასევე, გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება. დაიგეგმა კარგი ურთიერთობები სამომავლოდ. ვფიქრობ, მჭიდრო ურთიერთობები ორივე მხარისთვის კარგი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ზოგადად, ისინი ძალიან არიან დაინტერესებული საქართველოს შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციებით, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც საინტერესოა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ სააგენტოების თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვგეგმავთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა დიმიტრი ტიკარაძემ.

 

 

 

 

„საინტერესო შეხვედრა შედგა, გავეცანით აზერბაიჯანის ონლაინმედიაში არსებულ ვითარებას, მათ პლუსებსა და მინუსებს. ასევე, გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება. დაიგეგმა კარგი ურთიერთობები სამომავლოდ. ვფიქრობ, მჭიდრო ურთიერთობები ორივე მხარისთვის კარგი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ზოგადად, ისინი ძალიან არიან დაინტერესებული საქართველოს შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციებით, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც საინტერესოა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ სააგენტოების თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვგეგმავთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა დიმიტრი ტიკარაძემ.

 

 

 

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორივე მხარემ კმაყოფილება გამოთქვა ჩატარებულ დისკუსიებთან დაკავშირებით. მედიის ხელმძღვანელები სამომავლოდ მსგავსი შეხვედრების აქტიურად გამართვის ინიციატივით გამოვიდნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner