logo_geo
eng_logo
ნინო გვენეტაძე: გადაწყვეტილება არის კანონიერი, მამუკა ახვლედიანს აქვს უფლება, იდავოს!
- +

23 თებერვალი. 2016. 14:55


საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ მამუკა ახვლედიანთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება არის კანონიერი, აქვს საფუძველი და მამუკა ახვლედიანს აქვს სრული უფლება, იდავოს გადაწყვეტილების თაობაზე.



ის, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს გადაყენებას ითხოვს, სიახლე არ არის.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ახვლედიანის გადაყენებისას საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონით იხელმძღვანელა.
ბატონი მამუკა ახვლედიანი ჩემს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაყენებას მანამდეც ითხოვდა. იუსტიციის საბჭომ მიიღო საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის შესაბამისად გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება გამოქვეყნდება. ის არის კანონიერი, აქვს საფუძველი და მამუკა ახვლედიანს აქვს სრული უფლება, იდავოს გადაწყვეტილების თაობაზე.

მამუკა ახვლედიანის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების დასაბუთება არსებობს და ეს უკავშირდება სასამართლოში საქმეთა განაწილების წესთან დაფიქსირებულ პრობლემებს.

არა მხოლოდ პროცესის მონაწილე მხარეებს აქვთ ეჭვი საქმეთა განაწილების თაობაზე, არამედ გარკვეული პრეტენზიები არსებობდა მოსამართლეთა მხრიდანაც.

მოწმეთა დაკითხვის წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ პირველ ყოვლისა, დიდი სასამართლოები და მათ შორის საქალაქო სასამართლო იქნა თავისი ნორმატიული აქტებით, ანუ თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანებებით გადამოწმებული და აქ დაფიქსირდა დარღვევები", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner