logo_geo
eng_logo
ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ფლავთან 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს
- +

25 მაისი. 2018. 11:32

 

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 23 წლის გიორგი კეპაშვილი დააკავეს.

 

კეპაშვილების საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარეობს. ახლობლების ინფორმაციით, გიორგი კეპაშვილი საკუთარ ბაღთან ახლოს, მსხვილფეხა პირუტყვს აძოვებდა, რა დროსაც შეიარაღებულმა ფორმიანებმა დააკავეს.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

 

„ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - განაცხადეს სუს-ში.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner