-
+
25 მაისი. 2018. 11:35
ლიბიის ქალაქ ბენღაზიში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ტერაქტის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 20-მდე კი დაშავდა.
მედიის ინფორმაციით, ბომბი სასტუმრო „ტიბესტისთან“ ხალხმრავალ რაიონში ამოქმედდა.
ამ ეტაპზე მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია.